გიორგი ლომთაძე ამერიკულ კლუბ „მონტერეი ბეიში“ ითამაშებს გიორგი ლომთაძე ამერიკულ კლუბ „მონტერეი ბეიში“ ითამაშებს » Footballnews გიორგი ლომთაძე ამერიკულ კლუბ „მონტერეი ბეიში“ ითამაშებს
გათიშვა

გიორგი ლომთაძე ამერიკულ კლუბ „მონტერეი ბეიში“ ითამაშებს

გიორგი ლომთაძე ამერიკულ კლუბ „მონტერეი ბეიში“ ითამაშებს
8 საათის და 9 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი გიორგი ლომთაძე ამერიკულ კლუბ „მონტერეი ბეიში“ გადავიდა, - ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს.

გიორგი ლომთაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. ნიჭიერი მოთამაშე თავიდანვე იქცევდა ყურადღებას, იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი (17, 19 და 21-წლამდე) ნაკრების წევრი.

24 წლის თავდამსხმელი თამაშობდა „სამტრედიაში“, გორის „დილაში“, „გაგრაში“, ისრაელში „ბნეი იეჰუდაში“, 2025 წელი „დინამო თბილისში“ გატარა, „მონტერეი ბეისთან“ კი კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

„მონტერეი ბეი“ კალიფორნიის შტატის ქალაქის გუნდია, რომელიც 2021 წელს დაარსდა და USL Championship-ის (ამერიკის საფეხბურთო ლიგა) დასავლეთ კონფერენციის წევრია.

FACEBOOK კომენტარები