შთამბეჭდავი ფაქტი, რომელიც კვარაზე არავინ იცოდა - აი, რატომ გადაურჩა ის მძიმე ტრავმას შთამბეჭდავი ფაქტი, რომელიც კვარაზე არავინ იცოდა - აი, რატომ გადაურჩა ის მძიმე ტრავმას » Footballnews შთამბეჭდავი ფაქტი, რომელიც კვარაზე არავინ იცოდა - აი, რატომ გადაურჩა ის მძიმე ტრავმას
გათიშვა

შთამბეჭდავი ფაქტი, რომელიც კვარაზე არავინ იცოდა - აი, რატომ გადაურჩა ის მძიმე ტრავმას

შთამბეჭდავი ფაქტი, რომელიც კვარაზე არავინ იცოდა - აი, რატომ გადაურჩა ის მძიმე ტრავმას
2 საათის და 44 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

Geo Team-ი სოციალურ ქსელში წერს:

ტრავმა, რომელიც ბევრს ძვირად უჯდება, ბევრსაც თვეებით აპაუზებს...

და დღეს მრტ-ს პასუხმა ხვიჩას უთხრა, რომ 2 კვირით დაისვენებს... ამ ყველაფრის უკან კი დგას უზარმაზარი შრომა, რომელსაც კვარა ყოველდღიურად გადის... 

ტრავმა ვიზუალურადაც მძიმე სანახავი იყო, ხოლო სცენარულად მსგავსი, როგორც აშრაფ ჰაკიმის ბაიერნთან მატჩში... მაროკოელს დასვენების პერიოდად 6-დან 8 კვირამდე უთხრეს.

ხვიჩას წლებია პირადი ფიზიოთერაპევტი ჰყავს, რომელთან ერთადაც საოცარ სამუშაოს ასრულებს. ფეხბურთელი დღის განმავლობაში საკმაოდ დიდ დროს უთმობს მყესების, იოგებისა თუ კუნთების გამაგრებას, მოქნილობის გაძლიერებას, რაც კვარასნაირ ტექნიკურ ფეხბურთელს დაზიანებებისგან იცავს.

კვარას საოცარი საფეხბურთო ნიჭის გარდა ღმერთმა შრომისმოყვარეობაც აჩუქა, რომელსაც შესანიშნავად იყენებს. ეს პოსტი კი მინდა 0.0001%-ით მაინც მისწვდეს იმ დამწყებ ფეხბურთელებს, რომლებსაც ჰგონიათ, ნიჭი მათ ყველა საფეხბურთო ოცნებას აუსრულებს.

ღმერთი ყველა ოცნებას უსრულებს მათ, ვინც საყვარელ საქმეს გულის 100%-ს მისცემს და საქართველოში ამის ნათელი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ბოლო წლებია ზედმიყოლებით ისრულებს საფეხბურთო ოცნებებს, რომელზეც ბავშვობაში ძილის წინ თუ იფიქრებდა.

და ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდება

FACEBOOK კომენტარები