ფიფამ რუსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო - რა გადაწყვიტეს ინფანტინოს ინიციატივასთან დაკავშირებით ფიფამ რუსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო - რა გადაწყვიტეს ინფანტინოს ინიციატივასთან დაკავშირებით » Footballnews ფიფამ რუსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო - რა გადაწყვიტეს ინფანტინოს ინიციატივასთან დაკავშირებით
გათიშვა

ფიფამ რუსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო - რა გადაწყვიტეს ინფანტინოს ინიციატივასთან დაკავშირებით

ფიფამ რუსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო - რა გადაწყვიტეს ინფანტინოს ინიციატივასთან დაკავშირებით
3 საათის და 58 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

The Times-ის ცნობით, FIFA-ს საბჭო რუსეთის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში დაბრუნების საკითხის განხილვას არ აპირებს. მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ მოხდება. 

ზემოთ აღნიშნული წყარო გვამცნობს, რომ ასეთი ნაბიჯი ევროპის რიგი ქვეყნების მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას გამოიწვევს და ამიტომ საბჭო მორიგ კენჭისყრაზე ამ საკითხს არ დასვამს. 

ინფანტინოს განცხადების შემდეგ წერილი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სანამ მათ ქვეყანაში ომი გრძელდება, რუსეთის საერთაშორისო არენაზე დაბრუნება არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.

წერილში ვკითხულობთ, რომ შეჯიბრებებში მონაწილეობის მოკვეთა აგრესორზე ზეწოლის ეფექტური მეთოდია. ნებისმიერი რუსეთის ეროვნული ნაკრების პოტენციური აღდგენა, შეჯიბრების უსაფრთხოებას და მთლიანობას საფრთხეს შეუქმნის. 

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ