თემურ ქეცბაია ანორთოსისი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს - მიზეზი ცნობილია თემურ ქეცბაია ანორთოსისი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს - მიზეზი ცნობილია » Footballnews თემურ ქეცბაია ანორთოსისი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს - მიზეზი ცნობილია
გათიშვა

თემურ ქეცბაია ანორთოსისი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს - მიზეზი ცნობილია

თემურ ქეცბაია ანორთოსისი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს - მიზეზი ცნობილია
2 საათის და 50 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ოფიციალურად - თემურ ქეცბაიამ და ანორთოსისმა თანამშრომლობა კიდევ ერთხელ შეწყვიტეს.

კვიპროსული კლუბი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს:

"ანორთოსისი იუწყება, რომ თემურ ქეცბაიასა და მის ასისტენტებთან თანამშრომლობა დასრულებულია".

ცნობისთვის, ქეცბა კლუბში 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა, რის შემდეგაც ქართველმა გუნდს 20 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 5 მოიგო, 7 ფრედ ითამაშა, 8 კი წააგო.

ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატში ამ ეტაპზე 20 ქულით მე-11 პოზიციაზეა, ადგილობრივი მედიის ცნობით, კი ქეცბაიას გათავისუფლების მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგია.

აქვე შეგახსენებთ, რომ წარსულში ქეცბას ხელმძღვანელობით კლუბმა ორ-ორჯერ მოიგო კვიპროსის ჩემპიონატი და კვიპროსის თასი, ერთხელ კი კვიპროსის სუპერთასი.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ