სამწუხარო ინფორმაცია გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ - ნაკრების წევრის ირგვლივ შავი ღრუბელი არ იფანტება სამწუხარო ინფორმაცია გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ - ნაკრების წევრის ირგვლივ შავი ღრუბელი არ იფანტება » Footballnews სამწუხარო ინფორმაცია გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ - ნაკრების წევრის ირგვლივ შავი ღრუბელი არ იფანტება
გათიშვა

სამწუხარო ინფორმაცია გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ - ნაკრების წევრის ირგვლივ შავი ღრუბელი არ იფანტება

სამწუხარო ინფორმაცია გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ - ნაკრების წევრის ირგვლივ შავი ღრუბელი არ იფანტება
4 საათის და 49 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმირებულია და ლისაბონის „სპორტინგში“ ჯერჯერობით ვერ ითამაშებს, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Leonine ავრცელებს.

სტატიაში, სადაც ნუნო სანტოსის მოედანზე დაბრუნებაზეა საუბარი, გამოცემამ „სპორტინგის“ ტრავმირებული ფეხბურთელები ჩამოთვალა. ზენო დებასტისა და ჯოვანი კენდას გარდა, სიაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველიც მოხვდა.

გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ ფორმით ბოლო მატჩი 5 თებერვალს, პორტუგალიის თასზე, „ავეშის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ამის შემდეგ ის გუნდის განაცხადში ვეღარ ხვდებოდა, რაც ტრავმით არის გამოწვეული.

პორტუგალიური გამოცემა ქოჩორაშვილის პრობლემაზე წერს, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის შეძლებს ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას.

FACEBOOK კომენტარები