გამოცემა L'Équipe: ამ მიზეზის გამო, ხვიჩამ პსჟ-ში თანაგუნდელები გაანაწყენა გამოცემა L'Équipe: ამ მიზეზის გამო, ხვიჩამ პსჟ-ში თანაგუნდელები გაანაწყენა » Footballnews გამოცემა L'Équipe: ამ მიზეზის გამო, ხვიჩამ პსჟ-ში თანაგუნდელები გაანაწყენა
გათიშვა

გამოცემა L'Équipe: ამ მიზეზის გამო, ხვიჩამ პსჟ-ში თანაგუნდელები გაანაწყენა

გამოცემა L'Équipe: ამ მიზეზის გამო, ხვიჩამ პსჟ-ში თანაგუნდელები გაანაწყენა
6 საათის და 48 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Équipe წერს, რომ პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას მოედანზე მოქმედებებმა მისი ზოგიერთი თანაგუნდელი გააღიზიანა, თუმცა წყარო დასძენს, რომ გასახდელში არანაირი დაძაბულობა არ არის. 

ჩვენი ფრანგი კოლეგები აღნიშნავენ, რომ წყენის მიზეზი რიგ შემთხვევებში ჩვენებურის მხრიდან მოედანზე საქმის საკუთარ თავზე აღების მცდელობა გახდა.

L'Équipe წერს, იმასაც, რომ დემბელემ შესაძლოა კვარაცხელია იგულისხმა, როდესაც  "რენთან" მარცხის შემდეგ, თქვა, რომ თითქოს გუნდურობა დაკარგულია და ფეხბურთელები საკუთარი თავისთვის თამაშობენ, მაგრამ კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია. 

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის 25-ე ტურში დღეს პსჟ "მონაკოს" უმასპინძლებს და ყველა გამოცემა კვარაცხელიას ძირითადში მოისაზრებს. 

FACEBOOK კომენტარები