პარი სენ-ჟერმენიდან არსენალს კვარას თაობაზე პასუხი გასცეს პარი სენ-ჟერმენიდან არსენალს კვარას თაობაზე პასუხი გასცეს » Footballnews პარი სენ-ჟერმენიდან არსენალს კვარას თაობაზე პასუხი გასცეს
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

პარი სენ-ჟერმენიდან არსენალს კვარას თაობაზე პასუხი გასცეს

პარი სენ-ჟერმენიდან არსენალს კვარას თაობაზე პასუხი გასცეს
1 თვის და 2 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა. 

ბოლო პერიოდში „კვარა“ „არსენალს“ დაუკავშირეს და დაიწერა, რომ „მეთოფეები“ მის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავდნენ, რასაც რომანო YouTube-ის საკუთარ არხზე გამოეხმაურა. „კვარაცხელია „არსენალს“ დაუკავშირეს. 

რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, ისაა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩას უაღრესად მნიშვნელოვან ფეხბურთელად მოიაზრებს და გუნდში მოსვლიდან 13-14 თვის შემდეგ მისი გაყიდვა ნამდვილად არ უნდათ. კვარა პარიზში ხელშეუხებელია და ფრანგული კლუბი მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს იტყვის. მართალია, „არსენალი“ შემტევს ეძებს და კვარაცხელია მშვენიერი კანდიდატურაა, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენის“ პასუხი მკაფიოა — ისინი არ აპირებენ, კვარაცხელია ზაფხულში გაუშვან.“ ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

 Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა.

FACEBOOK კომენტარები