საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის » Footballnews საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
გათიშვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
2 საათის და 44 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ საწვრთნელ შეკრებას 23 მარტს, თბილისში დაიწყებს. 

მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - გრაცის შტურმის 23 წლის ნახევარმცველი, გიზი მამაგეიშვილი. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

FACEBOOK კომენტარები