ლუის ენრიკე - აი, რას ვფიქრობ ლივერპულთან მატჩის შესახებ ლუის ენრიკე - აი, რას ვფიქრობ ლივერპულთან მატჩის შესახებ » Footballnews ლუის ენრიკე - აი, რას ვფიქრობ ლივერპულთან მატჩის შესახებ
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ლუის ენრიკე - აი, რას ვფიქრობ ლივერპულთან მატჩის შესახებ

ლუის ენრიკე - აი, რას ვფიქრობ ლივერპულთან მატჩის შესახებ
2 თვის წინ
ალექსანდრე გავაშელი

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„აჰ, ახლა ჩვენ ვართ ფავორიტები? ამ ტიპის მატჩებში ფავორიტი არ არსებობს: ეს არის ორი გუნდი, რომლებმაც იციან მსგავსი თამაშების თამაში.

მახსოვს, გასულ სეზონში ლივერპული ევროპის საუკეთესო გუნდი იყო. ისინი წარმოუდგენელ დონეზე იყვნენ. მახსოვს, რომ არნე სლოტი პსჟ-ზე ძალიან კარგად საუბრობდა, ისე, როგორც არავინ სხვა.

ეს ჩვენთვის ძალიან პოზიტიური იყო, შესანიშნავი მოგონებაა. ეს მეოთხედფინალი კლასიკა იქნება“, - ამბობს ენრიკე.

პარი სენ-ჟერმენისა და ლივერპულის პირველი მატჩი 8 აპრილს შედგება, ხოლო განმეორებითი - 14 აპრილს.

აღნიშნულ მატჩებში ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, შესაბამისად ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ მასსა და კვარაცხელიას შორის.

FACEBOOK კომენტარები