ოფიციალურად - პარი სენ-ჟერმენმა საფონოვის მომავალი გადაწყვიტა ოფიციალურად - პარი სენ-ჟერმენმა საფონოვის მომავალი გადაწყვიტა » Footballnews ოფიციალურად - პარი სენ-ჟერმენმა საფონოვის მომავალი გადაწყვიტა
გათიშვა

ოფიციალურად - პარი სენ-ჟერმენმა საფონოვის მომავალი გადაწყვიტა

ოფიციალურად - პარი სენ-ჟერმენმა საფონოვის მომავალი გადაწყვიტა
1 დღის და 15 საათის წინ
ალექსანდრე გავაშელი

პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მატვეი საფონოვის გასხვისებას არ განიხილავს და მას ლუის ენრიკე გუნდის ნომერ პირველ მეკარედ განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

მაშინაც კი, თუ ტოპ კლუბისგან შეთავაზება იქნება, ისინი მატვეის არანაირ თანხად არ გაყიდიან!

რამდენადაც ვიცი, პსჟ-ს ხელმძღვანელობა საფონოვის შეთავაზებებს არც კი განიხილავს. კლუბში არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს გამორიცხულია.

რაც შეეხება შევალიეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარიზელები მის გაყიდვას 50 მილიონად შეძლებენ, რა ფასადაც ის შეიძინეს. ლუკა თითქმის არ თამაშობს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს პსჟ საფონოვის გაყიდვას ცდილობდა, თუმცა რუსი მეკარის შეძენა არც ერთმა ევროპულმა კლუბმა არ მოითხოვა, შევალიეს არადამაჯერებლი თამაშის ფონზე კი სიტუაცია შეიცვალა და საფონოვმა საკუთარი შანსი გამოიყენა.

FACEBOOK კომენტარები