კვარაცხელია მე-6 ადგილზეა - ეკიპმა პსჟ-ს ფეხბურთელთა ოფიციალური ხელფასები გაასაჯარობა კვარაცხელია მე-6 ადგილზეა - ეკიპმა პსჟ-ს ფეხბურთელთა ოფიციალური ხელფასები გაასაჯარობა » Footballnews კვარაცხელია მე-6 ადგილზეა - ეკიპმა პსჟ-ს ფეხბურთელთა ოფიციალური ხელფასები გაასაჯარობა
გათიშვა

კვარაცხელია მე-6 ადგილზეა - ეკიპმა პსჟ-ს ფეხბურთელთა ოფიციალური ხელფასები გაასაჯარობა

კვარაცხელია მე-6 ადგილზეა - ეკიპმა პსჟ-ს ფეხბურთელთა ოფიციალური ხელფასები გაასაჯარობა
2 საათის და 15 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

2026 წლის მონაცემებით, პარი სენ-ჟერმენის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი უსმან დემბელეა, რომელიც თვეში 1.5 მილიონ ევროს გამომუშავებს. მას მოჰყვებიან მარკინიოსი (1.12 მლნ €), აშრაფ ჰაკიმი და ლუკას ერნანდესი (1.1 მლნ €).

ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, კლუბის ტოპ-მოთამაშეებს შორისაა და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 900 000 ევროს შეადგენს, რითაც მეექვსე ადგილეა. ამავე თანხას იღებენ ვიტინია და ჟოაუ ნევესი, ხოლო ახალგაზრდა ვარსკვლავის, უორენ ზაირ-ემრის ხელფასი 950 000 ევროა.

კლუბის სახელფასო სიაში მათ მოსდევენ ნუნუ მენდეში, უილიან პაჩო და ფაბიან რუისი, რომელთა თვიური შემოსავალი 800 000 ევროა. საერთო ჯამში, პარიზულ კლუბში საშუალო ყოველთვიური ბრუტო ხელფასი 650 000 ევროს შეადგენს.

FACEBOOK კომენტარები