ხვიჩა კარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის ყველა დროის რეკორდი მოხსნა - 13-დან 13 ხვიჩა კარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის ყველა დროის რეკორდი მოხსნა - 13-დან 13 » Footballnews ხვიჩა კარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის ყველა დროის რეკორდი მოხსნა - 13-დან 13
გათიშვა

ხვიჩა კარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის ყველა დროის რეკორდი მოხსნა - 13-დან 13

ხვიჩა კარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის ყველა დროის რეკორდი მოხსნა - 13-დან 13
2 საათის და 13 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტულუზა“ 3:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საგოლე გადაცემა მიითვალა. „კვარამ“ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და 13-დან 13 ორთაბრძოლა მოიგო.

 X-ის გვერდის, Paris Stats Germain-ის ინფორმაციით, ქართველმა გარემარბმა პარიზული გრანდის რეკორდი დაამყარა. ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამდენი ორთაბრძოლა ისე მოიგო, რომ არც ერთი წაუგია. ეს სტატისტიკა 2015/16 წლებიდან არის ხელმისაწვდომი და პსჟ-ის მაისურით 13 ორთაბრძოლა წაგებულის გარეშე არავის მოუგია.

„ტულუზას“ წინააღმდეგ ხვიჩამ მოედანზე 67 წუთი გაატარა და ბურთს 70-ჯერ შეეხო. ხვიჩამ 46-დან 40 ზუსტი გადაცემა შეასრულა და 3 საკვანძო პასი მიითვალა. ქართველმა გარემარბმა მეტოქის კარისკენ 6-ჯერ დაარტყა და მის წინააღმდეგ წესები სამჯერ დაარღვიეს. 

Sofascore-მა მისი თამაში 8.0 ქულით შეაფასა, Whoscored-მა — 8.4-ით. ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ 63 ქულა დაუგროვდა და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის ლიდერია. პარიზელებს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ელით. „კვარა“ და კომპანია გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან.

FACEBOOK კომენტარები