იური სიომინი - დიახ, კვარამ ლივერპულთან მატჩშიც დაადასტურა, რომ... იური სიომინი - დიახ, კვარამ ლივერპულთან მატჩშიც დაადასტურა, რომ... » Footballnews იური სიომინი - დიახ, კვარამ ლივერპულთან მატჩშიც დაადასტურა, რომ...
გათიშვა

იური სიომინი - დიახ, კვარამ ლივერპულთან მატჩშიც დაადასტურა, რომ...

იური სიომინი - დიახ, კვარამ ლივერპულთან მატჩშიც დაადასტურა, რომ...
1 საათის და 48 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩზე, რომელიც „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ლივერპულს“ შორის (2:0) გაიმართა.

„ხვიჩამ „ლივერპულის“ წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე ითამაშა. პსჟ დღეს „ლივერპულზე“ უკეთეს ფორმაშია და გამარჯვებულის სული აქვს. გუნდები აპრილისა და მაისის პერიოდისთვის ემზადებოდნენ, როდესაც ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე გადაწყდება. საფრანგეთის ჩემპიონატმა პსჟ-ს ამის უფლება მისცა. მაგრამ ინგლისის ჩემპიონატმა „ლივერპულს“ ამის უფლება არ მისცა, რადგან იქ ყველა მატჩი გადამწყვეტია.

ვფიქრობ, პსჟ იდეალურ დონეს აღწევს. ხვიჩა გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული მატჩებისა და ეფექტურობის მიხედვით. მან ეს „ლივერპულთან“ მატჩშიც დაადასტურა“, - ციტირებს სიომინის სიტყვებს championat-ი.

FACEBOOK კომენტარები