კვარაცხელია - მართალია, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება ეს არის... კვარაცხელია - მართალია, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება ეს არის... » Footballnews კვარაცხელია - მართალია, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება ეს არის...
გათიშვა

კვარაცხელია - მართალია, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება ეს არის...

კვარაცხელია - მართალია, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მაგრამ ჩემი მთავარი ოცნება ეს არის...
2 საათის და 3 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ცნობილმა ფრანგულმა ტელევიზია Telefoot-მა საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადა. სამწუხაროდ, მოკლემეტრაჟიანი ფილმი მხოლოდ ტელევიზიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დევს და საქართველოდან დაინტერესებულ მომხმარებელს, რეგიონის შეზღუდვის გამო ფილმის სრულად ნახვა არ შეუძლია. 

Telefoot-მა სოციალურ ქსელში ხვიჩასთან ჩაწერილი კომენტარის რამდენიმეწამიანი ნაწილი ატვირთა, რომელშიც ქართველი ვარსკვლავი პსჟ-სა და საქართველოს ნაკრებში განსახორციელებელ მიზნებზე საუბრობს. 

„მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო დონეზე ჩემი უდიდესი ოცნება ავიხდინე და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, კვლავ მინდა პსჟ-სთან ერთად ბევრი ტიტულის მოპოვება და ჩემს ქვეყანასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.“

ფრანგულმა ტელევიზიამ ხვიჩა კვარაცხელიას გარდა პსჟ-ს რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელი ჩაწერა, მათ შორის ჟერემი მენეზი, ხავიერ პასტორე და სხვები. ასევე, სიუჟეტში გვხვდებიან ქართული სპორტის ქომაგებიც, რომლებიც ქართულ ფეხბურთში ხვიჩა კვარაცხელიას საკვანძო როლზე საუბრობენ.

FACEBOOK კომენტარები