ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფრანგულმა ტელეარხმა, Telefoot-მა, „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბზე ვიდეორგოლი მოამზადა და ლიზარაზუმ „კვარა“ შეაქო. „ხვიჩა კვარაცხელია დიდი მატჩების ფეხბურთელია.
ლივერპულის წინააღმდეგ საოცარი გოლი გაიტანა. დაცვაში ქვასავით მტკიცეა, შეტევაში — დანასავით ბასრი და ზუსტი. ეს ფეხბურთელი მიყვარს. მართლა მიყვარს. ვფიქრობ, კვარაცხელია ამ პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.“
ლიზარაზუს გარდა, ხვიჩაზე ხავიერ პასტორემ და ჟერემი მენეზმაც ისაუბრეს. პასტორემ განაცხადა, რომ „კვარასნაირი“ ფეხბურთელების თამაშის ყურება ძალიან სიამოვნებს, მენეზმა კი აღნიშნა, რომ ქართველი გარემარბი სისწრაფით, ტექნიკითა და არაპროგნოზირებადობით გამოირჩევა.
ცნობისთვის, კვარაცხელია და კომპანია მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, 14 აპრილს გამართავენ. მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში პარიზელები „ენფილდს“ ესტუმრებიან და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან. ლუის ენრიკეს გუნდმა პირველი მატჩი 2:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის ფავორიტად ითვლება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ