ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ გრანდში ბრწყინავს და ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდს უმიზნებს. ქართველ შემტევს სულ რაღაც ორი გოლი აშორებს პარიზული კლუბის აბსოლუტურ რეკორდამდე, რომელიც 10 გატანილ გოლს შეადგენს და სწორედ შვედი ვარსკვლავის სახელზეა.
მიმდინარე სეზონში, კონტინენტურ სარბიელზე კვარამ უკვე რვა გოლის გატანა მოახერხა. ამ შესანიშნავი მაჩვენებლით ის უკვე გაუთანაბრდა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის, უსმან დემბელეს მიერ გასულ სეზონში დაფიქსირებულ შედეგს. ახლა კი ისტორიული ნიშნულის დასაპყრობად მას სულ მცირე ძალისხმევა სჭირდება.
ქართველი ფეხბურთელის პროგრესი მხოლოდ სტატისტიკით არ შემოიფარგლება, რაც განსაკუთრებულად კარგად ჩანს მის ფიზიკურ ტრანსფორმაციაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ფაბიენ ბოსუე აღნიშნავს: „კვარა ათლეტური კუთხით სულ უფრო შთამბეჭდავი ხდება. ის ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ უფრო თავისუფლად, უფრო შეუფერხებლად მოქმედებს, რადგან აქვს უნარი აჩქარდეს, შეანელოს, ხელახლა აჩქარდეს ტემპი, მაშინ როცა ადრე თითქოს 100%-ით იხარჯებოდა ამ კომპონენტში.“
სპეციალისტის აზრით, ახალმა კლუბმა ფეხბურთელს კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალება მისცა. „ვფიქრობ, პსჟ-მ მას ამ კუთხით ფიზიკურად გაძლიერების საშუალება მისცა. ახლა ჩვენ ძალიან ნათლად შეგვიძლია დავინახოთ კვარას სრული შემოქმედებითი პალიტრა, რადგან ის, წინანდელზე მეტად, საკუთარ ფიზიკურ მონაცემებს თავისი ტექნიკისა და კრეატიულობის სამსახურში აყენებს“, — ამატებს ბოსუე.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ