აურელიო დე ლაურენტისმა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა აურელიო დე ლაურენტისმა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა » Footballnews აურელიო დე ლაურენტისმა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
გათიშვა

აურელიო დე ლაურენტისმა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა

აურელიო დე ლაურენტისმა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
3 საათის და 28 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, New York Times-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში ტრანსფერის დეტალები გაიხსენა და აღნიშნულ პროცესს „შანტაჟი“ უწოდა.

მისი თქმით, როდესაც მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა, კლუბს ოსიმენისა და კვარაცხელიას ერთობლივ ტრანსფერში პსჟ-სა და სხვა გუნდებისგან 200 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. კონტე ოსიმენის გაშვებას დათანხმდა, თუმცა ხვიჩას შენარჩუნება კატეგორიულად მოითხოვა. დე ლაურენტისის აზრით, ეს დიდი შეცდომა აღმოჩნდა, რადგან ამ გადაწყვეტილებამ ქართველი ფეხბურთელის მამასთან და აგენტთან ურთიერთობა მკვეთრად გაართულა.

პრეზიდენტმა ასევე განმარტა არსებული საფეხბურთო რეგულაციები: მოქმედი წესებით, 28 წლამდე ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ გუნდის დატოვება თითქმის უფასოდ შეუძლია. ვინაიდან თავად ფეხბურთელსა და მის წარმომადგენელს წასვლა სურდათ, იურიდიული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, დე ლაურენტისმა ხვიჩას გაყიდვა ამჯობინა, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი ამ ფაქტით ძალიან უკმაყოფილო იყო.

ნეაპოლელთა მფლობელი მიიჩნევს, რომ ეს წესი აუცილებლად შესაცვლელია, რათა კლუბები ინვესტირებისას შანტაჟის მსხვერპლნი არ აღმოჩნდნენ. მან საფეხბურთო აგენტები ამერიკული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეადარა: თუკი ჰოლივუდში აგენტები მსახიობებსა და რეჟისორებს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან, ფეხბურთში ისინი უბრალოდ „ვამპირები“ არიან, რომლებიც მხოლოდ ფულის გამოძალვაზე არიან ორიენტირებულნი.

ინტერვიუს ბოლოს დე ლაურენტისმა აღნიშნა, რომ მისთვის ერთგულების ერთადერთი მაგალითი და გამონაკლისი მარეკ ჰამშიკია, რომელმაც გუნდი არ მიატოვა. გარდა ამისა, მან ფეხბურთის წესებში ცვლილების შეტანის ინიციატივაც გააჟღერა და მატჩის თითოეული ტაიმის 45-დან 25 წუთამდე შემცირების იდეა წამოაყენა.

FACEBOOK კომენტარები