დაივიწყეთ, არც კი მოვისმენთ - პარი სენ-ჟერმენს კვარასთან დაკავშირებით მკაცრი პასუხი აქვს დაივიწყეთ, არც კი მოვისმენთ - პარი სენ-ჟერმენს კვარასთან დაკავშირებით მკაცრი პასუხი აქვს » Footballnews დაივიწყეთ, არც კი მოვისმენთ - პარი სენ-ჟერმენს კვარასთან დაკავშირებით მკაცრი პასუხი აქვს
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

დაივიწყეთ, არც კი მოვისმენთ - პარი სენ-ჟერმენს კვარასთან დაკავშირებით მკაცრი პასუხი აქვს

დაივიწყეთ, არც კი მოვისმენთ - პარი სენ-ჟერმენს კვარასთან დაკავშირებით მკაცრი პასუხი აქვს
1 საათის და 23 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ბრიტანული გამოცემა talkSPORT-ი „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. გამოცემის ჟურნალისტის, პიერიკ ლევალიეს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტნის საკუთარ რიგებში ხილვა პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს, მათ შორის „ნიუკასლსაც“ სურს. 

საქმე ისაა, რომ დიდი ალბათობით ზაფხულში „სენტ ჯეიმს პარკს“ „კაჭკაჭების“ ერთ-ერთი ლიდერი ენტონი გორდონი დატოვებს, მის სანაცვლოდ მიღებულ ფულს კი „ნიუკასლი“ კვარაცხელიას შესაძენად გეგმავს. 

თუმცა, talkSPORT-ის ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მომდევნო სეზონში კვარაცხელია კვლავ „პარკ დე პრენსზე“ დარჩეს. ამიტომ, როგორც პიერიკ ლევალიე აღნიშნავს, პარიზელები კვარაცხელიასთან დაკავშირებით ყველა შეთავაზებას დაბლოკავენ. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 16 გოლი და 9 საგოლე პასია. დღეს მისი გუნდი სტუმრად „ანჟეს“ დაუპირისპირდება.

FACEBOOK კომენტარები