მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის. აღნიშნულის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს ვარსკვლავის მამამ ბადრი კვარაცხელიამ ისაუბრა.
"მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა. მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მამუკას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ. ამ ეტაპზე ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს კვარაცხელიასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას".
მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. სწორედ ის იყო ქართველი ფეხბურთელის აგენტი, როდესაც კვარაცხელია ჯერ ყაზანის რუბინში, შემდეგ კი, იტალიური ნაპოლისა და პსჟ-ში აღმოჩნდა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ