ლივერპულში ალაპარაკადნენ - თორნიკე კვარაცხელია მოდის ლივერპულში ალაპარაკადნენ - თორნიკე კვარაცხელია მოდის » Footballnews ლივერპულში ალაპარაკადნენ - თორნიკე კვარაცხელია მოდის
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ლივერპულში ალაპარაკადნენ - თორნიკე კვარაცხელია მოდის

ლივერპულში ალაპარაკადნენ - თორნიკე კვარაცხელია მოდის
4 საათის და 56 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

anfieldwatch ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის, დინამო თბილისისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრის, თორნიკე კვარაცხელიას შესახებ სტატიას ავქეყნებს. 

მერსისაიდული მედია ლივერპულს 16 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებას ურჩევს.

"წარმოიდგინეთ, როგორ გამოადგებოდა არნე სლოტს ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალება ამ დროს. მაიკლ ედვარდსი და რიჩარდ ჰიუზი ალბათ დიდხანს ინანებენ, რომ შარშანდელი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველის სანაცვლოდ გადამწყვეტი ნაბიჯი არ გადადგეს. მათ კვარაცხელიას გაფორმება მაშინაც სურდათ, მაგრამ პროცესში გვიან ჩაერთნენ და პარი სენ-ჟერმენის უნარიანმა წინადადებამ ყველაფერი გადაწონა.

სხვაგვარად რომ მომხდარიყო კვარაცხელიას ახლა შესაძლოა, ლივერპულის მაისური მოერგო და პრემიერ ლიგის ჩემპიონობა ეზეიმა. სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის გასული ორი მატჩის სცენარიც სულ სხვაგვარი იქნებოდა.

თუმცა, ეს ყველაფერი წარსულია. ლივერპული ხვიჩას ახლა ვეღარ გაიფორმებს.

შემდეგი კვარაცხელია: თორნიკე მოდის.

მათ შეუძლიათ გაიფორმონ შემდეგი კვარაცხელია! დიახ, არსებობს კიდევ ერთი კვარაცხელია.

გაიცანით თორნიკე კვარაცხელია, ხვიჩას ძმა. ის მხოლოდ 16 წლისაა, მარცხენა გარემარბია და უკვე თბილისის დინამოს მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

მისი თამაშის სტილი საოცრად ჰგავს ძმისას:

ფანტასტიკური ტექნიკა;

დრიბლინგის სიყვარული;

საწყისი შეხება და მიმართულების სწრაფი ცვლილება;

მეტოქის მოტყუების უნიკალური უნარი;

გარდა იმისა, რომ თორნიკე მეტოქის პირისპირ თამაშის სპეციალისტია (რაც ასე აკლია ლივერპულს), მას შედეგის მოტანაც შეუძლია, ის, უფროსი ძმის მსგავსად, რეგულარულად იტანს გოლებს.

ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებულ ტალანტად გამოიყურება. იმ ფონზე, როცა ედვარდსი ლივერპულის სკაუტინგის ქსელს გლობალურად აფართოებს (ამის დასტურია არმინ პეჩის, მორ ტალა ნდიიესა და იფეანი ნდუკვეს ტრანსფერები), თორნიკე ედვარდსის სტილის იდეალურ შენაძენად მოჩანს.

მათ ვერ გაიფორმეს პირველი, მაგრამ შემდეგი კვარაცხელია შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ ენფილდზე", - წერს anfieldwatch.

FACEBOOK კომენტარები