150 მილიონი ევრო - პარი სენ-ჟერმენმა წლის მთავარი ტრანსფერი დაგეგმა 150 მილიონი ევრო - პარი სენ-ჟერმენმა წლის მთავარი ტრანსფერი დაგეგმა » Footballnews 150 მილიონი ევრო - პარი სენ-ჟერმენმა წლის მთავარი ტრანსფერი დაგეგმა
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

150 მილიონი ევრო - პარი სენ-ჟერმენმა წლის მთავარი ტრანსფერი დაგეგმა

150 მილიონი ევრო - პარი სენ-ჟერმენმა წლის მთავარი ტრანსფერი დაგეგმა
5 საათის და 35 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„პარი სენ-ჟერმენი“ არგენტინელი თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და ფეხბურთელის გადაბირება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი მზადაა, ამ ტრანსფერში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს.

პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე სწორედ ისეთ მოთამაშეებს ეძებს, რომლებიც მაღალი მობილურობით გამოირჩევიან და მის დინამიკურ შემტევ სისტემას იდეალურად ერგებიან. ესპანელი სპეციალისტისთვის ალვარესი ამ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.

არგენტინელი ფეხბურთელის უნივერსალურობა პსჟ-ს საშუალებას მისცემს, წინა ხაზზე მან პოზიციები ისეთ მოთამაშეებთან გაცვალოს, როგორებიც არიან უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია, ბრედლი ბარკოლა და დეზირე დუე. შეტევაში მსგავსი ტაქტიკური მოქნილობა პარიზულ კლუბს კიდევ უფრო სახიფათოს გახდის.

ცნობილია, რომ საფრანგეთის ჩემპიონებს მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დასრულება სურთ. პარიზელები ჩქარობენ, რათა 150-მილიონიანი გარიგება იქამდე დახურონ, სანამ ხულიან ალვარესისთვის ბრძოლაში ევროპის სხვა გრანდებიც ჩაერთვებიან.

FACEBOOK კომენტარები