ლუის ენრიკე - 1 თამაში დაგვრჩა ფინალმდე და 1 რამ გვაქვს გადასაწყვეტი ლუის ენრიკე - 1 თამაში დაგვრჩა ფინალმდე და 1 რამ გვაქვს გადასაწყვეტი » Footballnews ლუის ენრიკე - 1 თამაში დაგვრჩა ფინალმდე და 1 რამ გვაქვს გადასაწყვეტი
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ლუის ენრიკე - 1 თამაში დაგვრჩა ფინალმდე და 1 რამ გვაქვს გადასაწყვეტი

ლუის ენრიკე - 1 თამაში დაგვრჩა ფინალმდე და 1 რამ გვაქვს გადასაწყვეტი
2 საათის და 11 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შესახებ ისაუბრა.

„„ლანსმა“ თავისი დავალება კარგად შეასრულა, ძალიან მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგის მატჩს ვთამაშობდით და ამ ატმოსფეროთი ნამდვილად ვისიამოვნეთ. „ლანსი“ მეტს იმსახურებდა, მათ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა დღეს ჩვენმა მეკარე საფონოვმა საოცარი მატჩი ჩაატარა.

ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ერთი შეხვედრა დაგვრჩა და უნდა გადავწყვიტოთ, ფეხბურთელებმა რამდენი წუთი უნდა ითამაშონ. აქ მოგება მხოლოდ სამი ქულა არ არის.

მეტოქე ნამდვილად მეტს იმსახურებდა და მთლიანობაში ძალიან მაღალი დონის თამაში გამოვიდა. მწვრთნელი მსგავსი სიტუაციებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს, თუმცა არის მომენტები, როცა ვერაფერს ცვლი და ყველაფერი თავად ფეხბურთელებზეა დამოკიდებული“, – ამბობს ენრიკე.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლუის ენრიკესთან ერთად ლიგა 1 ზედიზედ მესამედ მოიგო. გუნდი წელს კიდევ ერთი ტიტულისთვის, ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვის. ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარი მატჩი ფრანგულ გრანდსა და „არსენალს“ შორის 30 მაისს ბუდაპეშტში შედგება.

FACEBOOK კომენტარები