შეიძლება მამარდაშვილის მიმართ ცოტა მკაცრი ვარ, მაგრამ ეს უნდა ვთქვა - ჯეიმი კარაგერი შეიძლება მამარდაშვილის მიმართ ცოტა მკაცრი ვარ, მაგრამ ეს უნდა ვთქვა - ჯეიმი კარაგერი » Footballnews შეიძლება მამარდაშვილის მიმართ ცოტა მკაცრი ვარ, მაგრამ ეს უნდა ვთქვა - ჯეიმი კარაგერი
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

შეიძლება მამარდაშვილის მიმართ ცოტა მკაცრი ვარ, მაგრამ ეს უნდა ვთქვა - ჯეიმი კარაგერი

შეიძლება მამარდაშვილის მიმართ ცოტა მკაცრი ვარ, მაგრამ ეს უნდა ვთქვა - ჯეიმი კარაგერი
3 საათის და 28 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ გიორგი მამარდაშვილს „ასტონ ვილასთან” დაპირისპირებისას პირველი გოლის ეპიზოდში მეტის გაკეთება შეეძლო. 

„ისინი რაღაცას ამზადებდნენ, კუთხურს ასე შორს უკან არ ათამაშებენ ხოლმე. ეს ის არის, რაც აშკარად დამუშავებული ჰქონდათ, ჩაწოდებამდე ბევრი რამ ხდება ხოლმე, მაგრამ მორგან როჯერსისგან დამაგვირგვინებელი დარტყმა მაინც აუცილებელი იყო. სწორედ ეს არის ამ გოლის მთავარი მომენტი. მან საჯარიმოში სივრცე მიიღო, არადა ამ თამაშში მანამდე დიდად არც შეგვიმჩნევია.

ბურთი ზუსტად ზედა კუთხეში არ წასულა. არ ვიცი, ზედმეტად მკაცრი ვარ თუ არა მეკარის მიმართ, შესაძლოა მას მხედველობის არე ოდნავ დაფარული ჰქონდა, მაგრამ ეს კიდევ ერთი გოლი და ბონუსია მათთვის. 

შეიძლება ცოტა მკაცრი ვარ მამარდაშვილის მიმართ, შესაძლოა აქ სტუდიაში მეკარე გვჭირდებოდეს ამის გასარჩევად, მაგრამ ჩემთვის რაღაც ისე არ გამოიყურება, როგორც უნდა იყოს”. - განაცხადა კარაგერმა Sky Sports-ის ეთერში. 

აქვე გეტყვით, რომ Sofascore-მა ქართველი მეკარის თამაში 7.2 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 5 მოგერიება, 19-დან 14 ზუსტი პასი (74%), 12-დან 7 ზუსტი გრძელი პასი და 29 შეხება ბურთთან.

FACEBOOK კომენტარები