პარი სენ-ჟერმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას განაგრძობს და დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ახალ კანდიდატებს აქტიურად ეძებს. ევროპული სპორტული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ჩემპიონების ინტერესთა სფეროში ლისაბონის „სპორტინგის“ კოტ-დივუარელი ცენტრალური მცველი, უსმან დიომანდე მოექცა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა პორტუგალიურ გრანდში თავი ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა და ყურადღება მალევე მიიქცია. დიომანდე გამოირჩევა შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით, ათლეტურობით, ბურთის ფლობის ტექნიკითა და თამაშის წაკითხვის უნარით, რის გამოც ის დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლება.
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, გუნდის უკანა ხაზში მეტი კონკურენციისა და საიმედოობის შექმნას გეგმავს. პარიზელთა ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ დიომანდეს ტრანსფერი გრძელვადიანი პროექტია და ის იდეალურად მოერგება გუნდის განახლებულ სტრატეგიას, რომელიც სწორედ ახალგაზრდა, პოტენციალის მქონე მოთამაშეების დამატებას გულისხმობს.

თუმცა, პარიზულ კლუბს ამ ტრანსფერის განსახორციელებლად სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს. კოტ-დივუარელის დამატებით ინგლისის პრემიერლიგის წამყვანი კლუბებიც აქტიურად ინტერესდებიან, თავად „სპორტინგი“ კი საკუთარ ლიდერს მარტივად და იაფად ნამდვილად არ შეელევა – პორტუგალიური წყაროების ცნობით, მისი გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 80 მილიონ ევროს შეადგენს.
ბევრი გამოცემა წერს, რომ დიომანდე ვალვერდესა და ალვარესზე პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ