ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ „პარი სენ-ჟერმენმა“ ღია ვარჯიში გამართა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, ვთამაშობთ ფინალში მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში ისტორია დავწერეთ. პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორისგან პირველივე დღიდან სრული მხარდაჭერა მქონდა, ფეხბურთში კი ამის მოპოვება ძალიან რთულია. ყოველ ჯერზე, როცა ვაგებდით, მხარდაჭერას ვგრძნობდით და ამას ემატება ფეხბურთელების მაღალი სათამაშო დონეც. ყოველთვის, როცა ფეხბურთელებს ვეძებთ, მხოლოდ მათ საფეხბურთო მონაცემებს არ ვუყურებთ, არამედ იმასაც, თუ როგორი ადამიანები არიან და როგორ შეუძლიათ ადაპტირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოთამაშის დამატებამდე.
„არსენალმა“ დაიმსახურა პრემიერლიგის მოგება, მათ შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. ჩვენ გვაქვს მიკელ არტეტას „არსენალის“ წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება და ვიცით, თუ რა შეუძლიათ ბურთით და უბურთოდ. უბურთოდ ეს გუნდი საუკეთესოა მსოფლიოში, ასევე ბევრი გოლის გატანა შეუძლიათ. ეს მათთვის შესანიშნავი კომბინაციაა და ბუნებრივია მათი ფინალში ხილვა. ორივე გუნდი განსხვავებული მიდგომით ხვდება ფინალს, მაგრამ ვფიქრობ, შესანიშნავ მატჩს ვიხილავთ.
მესიზმრება თუ არა კოშმარები „არსენალის“ ძალიან ეფექტურ სტანდარტულ მდგომარეობებზე? არა, არანაირი კოშმარი. ჩვენ ჩვეულებისამებრ დავიცავთ თავს. ტანმორჩილი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ შეჩვეული ვართ ჩვენებურად თავის დაცვასა და შეტევას. სტილი განსხვავებულია, მაგრამ ორივე გუნდს ერთნაირად სურს ბურთის შენარჩუნება.
ვფიქრობ, უმრავლესობისგან განსხვავებით, ჩვენ რაღაცებს ოდნავ სხვანაირად ვაკეთებთ. დასვენება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, რომ ფეხბურთელებს ვარჯიშზე მოსვლა უხაროდეთ. ჩვენ ვმუშაობთ მცირე დეტალებზე, რათა კონკრეტული გზით შევუტიოთ და თავი დავიცვათ.
მე ვაკონტროლებ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთში ბევრი ისეთი რამიცაა, რაც არ არის მნიშვნელოვანი. თუმცა რასაც ვხედავ, არის ის, რომ მუდმივად უნდა ვიცვლებოდეთ. ხვალინდელ ფეხბურთში ოდნავ ნაკლები კონტროლი გვჭირდება, რათა მეტოქეების გაოცება შევძლოთ. მოთამაშეები ჩემს შვილზე უმცროსები არიან და ყოველწლიურად გარკვეული რაღაცების შეცვლა გიწევს. მე მიყვარს ეს არაპროგნოზირებადობა“, – ამბობს ენრიკე.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „არსენალს“ შორის 30 მაისს, ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ ჩატარდება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ