ცნობილმა ვიდეოთამაშების მწარმოებელმა კომპანია EA Sports-მა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმულაცია ჩაატარა და ტურნირის მთავარ ფავორიტად პორტუგალიის ეროვნული ნაკრები დაასახელა.
EA Sports-ის პროგნოზები საფეხბურთო სამყაროში ყოველთვის დიდ რეზონანსს იწვევს, რადგან მათ საოცარი სტატისტიკა უმაგრებთ ზურგს. თამაშის ძრავზე დაფუძნებულმა მოდელირებამ ბოლო ოთხი მუნდიალის ტრიუმფატორი აბსოლუტური სიზუსტით გამოიცნო.
კერძოდ, კომპანიამ წინა წლებში სწორად იწინასწარმეტყველა:
2010 წელი: ესპანეთი
2014 წელი: გერმანია
2018 წელი: საფრანგეთი
2022 წელი: არგენტინა
თუკი EA Sports-ის 100%-იანი სერია ამჯერადაც გაგრძელდება, რობერტო მარტინესის გაწვრთნილი პორტუგალია ისტორიაში პირველად დაეუფლება მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ჯილდოს.
ჩრდილოეთ ამერიკაში (აშშ, კანადა, მექსიკა) გასამართი ტურნირი განსაკუთრებული იქნება პორტუგალიელთა კაპიტნისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის, რომლისთვისაც ეს რიგით მეექვსე და, დიდი ალბათობით, კარიერაში უკანასკნელი მუნდიალი იქნება.
შევძლებთ თუ არა პორტუგალიელთა ისტორიული ტრიუმფის ხილვას და გამართლდება თუ არა ზედიზედ მეხუთედ EA Sports-ის უშეცდომო სიმულაცია, ამას სულ მალე, 2026 წლის ზაფხულში ვნახავთ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ