უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შენარჩუნების შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში გაძლიერებას გეგმავს, პარიზელთა ყურადღების ცენტრში „ბორნმუთის“ 19 წლის ფეხბურთელი ელი ჟუნიორ კრუპი მოექცა, – ინფორმაციას გამოცემა „ეკიპის“ ავრცელებს.
„ლორიანიდან“ ტრანსფერის შემდეგ, კრუპი ბრწყინვალედ გამოიყურება. პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონში მან 13 გოლი გაიტანა, რაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე თინეიჯერისთვის პირველ სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია. „ბორნმუთმა“ საჯაროდ განაცხადა, რომ ფრანგ ფეხბურთელს ბრძოლის გარეშე არ დათმობს.
თუმცა, საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრის შენარჩუნება, მზარდი ინტერესის ფონზე, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. მსურველებს შორის უკვე სახელდებოდა „არსენალი“, ახლა კი რბოლაში პსჟ-ც ჩაერთო.
კლუბის სამიზნედ უკვე არაერთი მოთამაშე დასახელდა, მათ შორის: ხულიან ალვარესი, იან დიომანდე და მაგნეს აკლიუში. კრუპი ამ სიაში ყველაზე ახალი ვარიანტია. ფრანგს, რომელსაც „ბორნმუთთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროპულ ელიტურ გუნდში თამაშის ამბიცია აქვს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ