პსჟ მატვეი საფონოვს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ამის შესახებ Le Parisien-ის ჟურნალისტმა, ბენჟამენ კუარემ განაცხადა. რუსი მეკარისა და ფრანგული კლუბის მოქმედი ხელშეკრულება 2029 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პსჟ საფონოვს შვებულების შემდეგ კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას შესთავაზებს. ასე რომ, ეს უკვე უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს. განხილვა მას შემდეგ დაიწყება, რაც ფეხბურთელები შეკრებას შეუერთდებიან. ზუსტი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, საფონოვის ახალი კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი — ეს საფრანგეთის ჩემპიონატში მაქსიმალური ვადაა“, — თქვა კუარემ.
ჟურნალისტმა მანამდე გამოაქვეყნა ინფორმაცია პსჟ-ში საფონოვის ხელფასის შესახებ, რომელიც თვეში 250 ათას ევროს შეადგენს. ის პარიზული გუნდის ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშე აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში საფონოვმა პარიზელების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 12-ში კარი მშრალად შეინახა. ცნობისთვის, მატვეი პსჟ-ს რიგებში 2024 წლიდან თამაშობს. ის პსჟ-ში 2024 წელს, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „კრასნოდარიდან“ გადავიდა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ