მსაჯს საქართველოსთვის პენალტი არ უნდა მიეცა, რადგან... - რა თქვა ბაჰრეინის მწვრთნელმა მსაჯს საქართველოსთვის პენალტი არ უნდა მიეცა, რადგან... - რა თქვა ბაჰრეინის მწვრთნელმა » Footballnews მსაჯს საქართველოსთვის პენალტი არ უნდა მიეცა, რადგან... - რა თქვა ბაჰრეინის მწვრთნელმა
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

მსაჯს საქართველოსთვის პენალტი არ უნდა მიეცა, რადგან... - რა თქვა ბაჰრეინის მწვრთნელმა

მსაჯს საქართველოსთვის პენალტი არ უნდა მიეცა, რადგან... - რა თქვა ბაჰრეინის მწვრთნელმა
1 საათის და 33 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ბაჰრეინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დრაგან ტალაჯიჩმა საქართველოსთან წაგებული ამხანაგური შეხვედრის (2:0) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.

„პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლს გამარჯვებას. შევეცადეთ, საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა, მაგრამ ეს მეტოქეზეც არის დამოკიდებული. ძირითადი დრო დაცვაში გავატარეთ და, ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, შეცდომა დავუშვით, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა.

პენალტი აშკარად არ იყო დასანიშნი, მაგრამ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებმაც კარგად ითამაშეს. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

საქართველოს ნაკრებმა გვაიძულა, დაცვაში გვეთამაშა. მერე შევეცადეთ, შეტევაში უფრო აქტიურად გვემოქმედა, თუმცა დაცვაში ძალიან დასანანი შეცდომა დავუშვით, რამაც თამაშის მსვლელობა შეცვალა“.

FACEBOOK კომენტარები