დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა გულშემატკივრებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
ერიკსენის თქმით, იმპლანტირებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის (ICD) გააქტიურებამ დიდი გავლენა მოახდინა როგორც მასზე, ისე მის ოჯახზე, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ეს შემთხვევა განსხვავდება 2021 წლის მძიმე ინციდენტისგან.
„მინდა ყველამ იცოდეს, რომ კარგად ვარ და ოჯახთან ერთად სახლში ვიმყოფები. როგორც წარმოიდგენთ, ICD-ის მიერ მიღებულმა ელექტროშოკმა ჩემზეც და ჩემს ოჯახზეც დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ მსურს ყველას დავარწმუნო, რომ ეს სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო 2021 წელს მომხდარისგან.“
„თავს კარგად ვგრძნობ და ჩემი რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. მოედანზე მყოფი ფეხბურთელებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერის გარდა, უზომოდ მადლიერი ვარ იმ ექიმების, რომლებიც წლების განმავლობაში ზრუნავდნენ ჩემსა და ჩემს გულზე.“
„მათი პროფესიონალიზმის წყალობით, ჩემმა ICD-მა ზუსტად ისე იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა — დამიცვა მაშინ, როცა ეს საჭირო იყო.“
„ამ ეტაპზე ჩემი ყურადღება აღდგენაზე, ოჯახთან დროის გატარებაზე, დასვენებაზე და შვილებთან ფეხბურთის თამაშზეა გადატანილი", - თქვა ერიქსენმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ