მუნდიალზე პირველი კვარა დაგვაკლდება, რადგან... - რაფაელ ბენიტესის მაგარი სიტყვები მუნდიალზე პირველი კვარა დაგვაკლდება, რადგან... - რაფაელ ბენიტესის მაგარი სიტყვები » Footballnews მუნდიალზე პირველი კვარა დაგვაკლდება, რადგან... - რაფაელ ბენიტესის მაგარი სიტყვები
გათიშვა

მუნდიალზე პირველი კვარა დაგვაკლდება, რადგან... - რაფაელ ბენიტესის მაგარი სიტყვები

მუნდიალზე პირველი კვარა დაგვაკლდება, რადგან... - რაფაელ ბენიტესის მაგარი სიტყვები
1 თვის და 2 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

„ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი წუხს იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა ვერ მიიღო.

 La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში კითხვაზე, თუ რომელი დიდი მოთამაშე დააკლდება 2026 წლის მუნდიალს, ესპანელმა უპასუხა: 

„აქ ყველაფერი ძალიან მარტივია: პირველ რიგში, მომენატრება კვარაცხელია. ასევე ოსიმენი – და არა იმიტომ, რომ „ნაპოლი“ ჩემთვის მართლაც ბევრს ნიშნავს. თუმცა, უნდა დავამატო ჟიელინსკი და ლევანდოვსკიც — ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი.“ კვარაცხელია ბრწყინვალე იყო ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. 2026 წლის მუნდიალზე არც პოლონეთისა და ნიგერიის ნაკრებები იქნებიან.

FACEBOOK კომენტარები