ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას ახალი წესის შემოღებას აპირებს. კერძოდ, ჯანი ინფანტინოს ორგანიზაციას განზრახული აქვს შეცვალოს პლეი ოფის მატჩებში პენალტების სერიის ჩატარების პროცედურა.
ფიფა-ს ჩანაფიქრით, ახალი წესი 1/16 ფინალიდან ამოქმედდება და ის შეეხება პენალტების სერიის დაწყებისა და კარის არჩევის კენჭისყრას.
მოქმედი წესი ითვალისწინებს პენალტების სერიის წინ მონეტის ორჯერ აგდებას. პირველი აგდებისას ორი კაპიტანი წყვეტს – ვინ დაარტყამს პირველი და ვინ მეორე: არჩევანს აკეთებს ის გუნდი, რომელმაც მოიგო მონეტის პირველი აგდება.
მეორე კენჭისყრა არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს, მოედნის რომელ მხარეს გაიმართება პენალტების სერია. ტრიბუნებზე გულშემატკივრების გავლენისა და თავად პროცესთან დაკავშირებული წნეხის გათვალისწინებით, კარის არჩევა ხშირად გადამწყვეტი ხდება.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალში „არსენალმა“ ორივე კენჭისყრა წააგო. ამიტომაც „პარი სენ-ჟერმენმა“ დაიწყო სერია და აირჩია ის კარი, რომლის უკან მისი გულშემატკივრები ისხდნენ.
ახლა, ფიფა-ს სურს ამ წესის შეცვლა, კერძოდ, მონეტის ერთხელ აგდება. კენჭისყრის მოგებული აირჩევს ან პენალტების სერიის დაწყებას ან მოედნის მხარეს, კენჭისყრის წაგებულს კი შეხვდება მეორე ვარიანტი.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ