თურქეთის სუპერლიგიდან გავარდნილ „ანტალიასპორში“ თამაშის გაგრძელებაზე 32 წლის გიორგი ჯიქიამ უარი თქვა, კლუბთან ხელშეკრულება გააუქმა და მოსკოვის „ლოკომოტივს“ შეუერთდა.
აღნიშნულ ტრანსფერს პორტალ „ჩემპიონატთან“ ინტერვიუში ცსკა-ს ვეტერანი მცველი, ვლადიმირ პონომარიოვი საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურა:
„გაოგნებული ვარ, როგორ აღმოჩნდა ჯიქია „ლოკომოტივში“. ბოლო სამი წელია მას მცველის აღარაფერი ეტყობა. ჯერ კიდევ „სპარტაკში“ ყოფნისას მაოცებდა მისი თამაში — ბურთის სუფთად წართმევაც კი არ შეუძლია. სამაგიეროდ იცის, როგორ შექმნას კარგი მოთამაშის ილუზია, ზუსტად ისე, როგორც ამას ჩვენთან მარიო ფერნანდესი აკეთებდა. თანაც ის უკვე 33 წლისაა! ნუთუ „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობა საერთოდ არ ფიქრობს? რჩევისთვის იური სიომინისთვის მაინც მიემართათ.
ჯიქიასთან ერთად „ლოკომოტივი“ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს, მისი ადგილი მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე იქნება. ის არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც უმაღლეს ლიგაში უნდა თამაშობდეს! გუნდმა ზედმეტი ტვირთი აიკიდა და ახლა თავადვე დაიტანჯებიან. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარიერას დაასრულებდა, მაგრამ სხვაგვარად მოხდა. ჩემთვის ის არასდროს ყოფილა საინტერესო მოთამაშე — ასეთი ბიჭები უბრალოდ კარგად იკვებებიან და მერე სკამზე სხედან.
მსგავსი ფეხბურთელების იმედად გუნდს კარგი პერსპექტივა არ გააჩნია. მას ფეხბურთიდან წასვლა დროულად უნდა გადაეწყვიტა, ახლა კი საკუთარ სახელს რეპუტაციას შეულახავენ. მართალია, ოდესღაც „სპარტაკში“ ის ნორმალურად გამოიყურებოდა და კარიერაც საშუალო დონეზე (3+) ჰქონდა, თუმცა დღეს ბიჭები კლუბებში მყოფი არაკომპეტენტური პირებით სარგებლობენ, რომლებიც მზად არიან მათთან გააფორმონ ხელშეკრულებები და ტყუილად უხადონ ფული.“
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ