"სპორტ ექსპრესის" ინფორმაციით, FIFA-მ რუსეთის 15-წლამდე ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები 22-დან 31 ოქტომბრამდე აზერბაიჯანში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დაუშვა.
რამდენიმე წყარო ავრცელებს ცნობას, რომ რუსები საკუთარი დროშითა და ჰიმნითაც იქნებიან წარმოდგენილნი. სახელმწიფო დუმის დეპუტატი დიმიტრი სვიშჩევი ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.
"ეს ძალიან სერიოზული ამბავი და ჩვენი ფეხბურთელების საერთაშორისო არენაზე დაბრუნებისკენ გადადგმული ნაბიჯია. წლების განმავლობაში გვპირდებოდნენ, რომ ტურნირებზე ახალგაზრდებს დაუშვებდნენ, რა დროსაც ვხედავდით, თუ რა ამბავს ტეხდნენ ამ ამბავზე, როდესაც რაღაცას გვპირდებოდნენ.
სწორედ ამიტომ დაიხიეს უკან FIFA-მ და UEFA-მ. მჯერა, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა და პირველი ნაბიჯი ჩვენი ზრდასრული ფეხბურთელების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნებისკენ", - ციტირებს სვიშჩევს "სპორტ ექპრესი".
შეხსენებისთვის, 2022 წლიდან რუსეთის ნაკრებები და კლუბები უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, დისკვალიფიცირებულნი არიან.
წყარო: sportall
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ