გარიგება შედგა - საფრანგეთის ნაკრების ძირითადის წევრი პსჟ-ში ითამაშებს გარიგება შედგა - საფრანგეთის ნაკრების ძირითადის წევრი პსჟ-ში ითამაშებს » Footballnews გარიგება შედგა - საფრანგეთის ნაკრების ძირითადის წევრი პსჟ-ში ითამაშებს
გათიშვა

გარიგება შედგა - საფრანგეთის ნაკრების ძირითადის წევრი პსჟ-ში ითამაშებს

გარიგება შედგა - საფრანგეთის ნაკრების ძირითადის წევრი პსჟ-ში ითამაშებს
59 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი
უგულშემატკივრე სპართან ერთად

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მარცხენა მცველი ლუკა დინი კარიერის „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო იუწყება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ სტადიაზეა და პარიზული გრანდი ტრანსფერს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე ოფიციალურად დაადასტურებს. მოსალოდნელია, რომ ამ გარიგების შედეგად ბირმინგემული კლუბის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ევროთი შეივსება.

ფრანგი ფეხბურთელი „ასტონ ვილას“ რიგებში 2022 წლიდან ირიცხება, წარსულში კი მას „ევერტონის“, „ბარსელონას“, „რომასა“ და „ლილის“ მაისურითაც უასპარეზია. 32 წლის მცველი „პარი სენ-ჟერმენში“ 2013-2016 წლებშიც თამაშობდა, თუმცა მცირე დროს იღებდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დინი საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია.

FACEBOOK კომენტარები