“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - ფრანგი ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა “ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - ფრანგი ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა » Footballnews “ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - ფრანგი ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა
გათიშვა

“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - ფრანგი ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა

“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - ფრანგი ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა
6 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

Bild-ის ინფორმაციით, 34 წლის გერმანელმა ფატიმა ზაუნბრეხერმა განაცხადა, რომ მას მიუნხენის "ბაიერნის" 24 წლის ფრანგი ვარსკვლავის მაიკლ ოლისესგან 20 თვის ქალიშვილი, ალია ნური ჰყავს და ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი უარს ამბობს ბავშვის ნახვასა და მასზე ზრუნვაზე.

ის "რეკორდმაისტერის" ვინგერს 2022 წელს შეხვდა, როდესაც ფრანგი "კრისტალ პალასის" ღირსებას იცავდა. მათი ურთიერთობა 2 წელს გაგრძელდა და დაშორებიდან 2 კვირის შემდეგ გოგონამ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო.

ზაუნბრეხერის თქმით, დნმ-ის ტესტმა დაადასტურა, რომ ოლისე ბავშვის მამაა. ის ამბობს, რომ ფეხბურთელმა ბავშვი იცნო, მაგრამ უარს ამბობს მის ნახვასა და მასზე ზრუნვაზე, ხოლო ფეხბურთელისგან ალიმენტი არ მიუღია, მიუხედავად მის ადვოკატებთან შეთანხმებისა.

ოლისეს ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ოლისემ გოგონას თავიდანვე თვეში 2000 ევროს სახით ალიმენტის გადახდა შესთავაზა.

ასევე, ფეხბურთელის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მცდელობები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც საუნბრეხერმა საფრანგეთის სასამართლოების მეშვეობით ყოველთვიურად 60 000 ევრო მოითხოვა.

"ბაიერნის" ვარსკვლავი ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს და ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე სოციალურ ქსელში კომენტარები დაბლოკა.

წყარო: sportall.ge

FACEBOOK კომენტარები