"მე ფეხბურთზე წასვლა მინდა და არა კონცერტზე!" - ლიზარაზუმ მუნდიალი გააკრიტიკა "მე ფეხბურთზე წასვლა მინდა და არა კონცერტზე!" - ლიზარაზუმ მუნდიალი გააკრიტიკა » Footballnews "მე ფეხბურთზე წასვლა მინდა და არა კონცერტზე!" - ლიზარაზუმ მუნდიალი გააკრიტიკა
გათიშვა

"მე ფეხბურთზე წასვლა მინდა და არა კონცერტზე!" - ლიზარაზუმ მუნდიალი გააკრიტიკა

"მე ფეხბურთზე წასვლა მინდა და არა კონცერტზე!" - ლიზარაზუმ მუნდიალი გააკრიტიკა
6 საათის და 11 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა ბიქსენტ ლიზარაზუმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესვენებაზე გამართული შოუ გააკრიტიკა:

„ამან ძალიან გამაღიზიანა. როდესაც ფეხბურთის მატჩზე მივდივარ, ფეხბურთის მატჩზე მივდივარ! თუ კონცერტზე წასვლა მინდა, კონცერტზე მივდივარ. არ მინდა, რომ რამე მომახვიონ თავს.

ფეხბურთის მატჩი თავისთავად სანახაობაა და მას თავისი ტემპი აქვს. ცხელ ამინდში შესვენებისას წყლის დალევის აუცილებლობის გაგება შეიძლება, მაგრამ როდესაც კონდიციონერები მუშაობს... ჩვენ კარგად გვესმის, რატომაც გაკეთდა ეს.

ვიმედოვნებ, რომ წარსულის ფეხბურთს დავუბრუნდებით, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ, რადგან აქ ეკონომიკური ფაქტორი თამაშობს მთავარ როლს. სატელევიზიო კომპანიებსაც სჭირდებათ თავიანთი ხარჯების ამოღება, რადგან ფეხბურთი ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა. ეს დასანანია, რადგან თამაშის ტემპი ისაა, რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ: 45-წუთიანი ორი ტაიმი, 15-წუთიანი შესვენება და მორჩა!“ – განაცხადა ლიზარაზუმ.

FACEBOOK კომენტარები