ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს... - უსმან დემბელე ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს... - უსმან დემბელე » Footballnews ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს... - უსმან დემბელე
გათიშვა

ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს... - უსმან დემბელე

ცოლს ვეუბნები, ეცადე, ზოგჯერ სახე საჯაროდ გამოაჩინო, ის კი ამას მპასუხობს... - უსმან დემბელე
4 საათის და 17 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავის, უსმან დემბელეს მეუღლე, რიმა ებდუში მედიის ყურადღების ცენტრში იშვიათად ექცევა და დიდი თავმდაბლობით გამოირჩევა. მათი ნაცნობობა 2016 წლიდან იწყება, იმ პერიოდიდან, როცა ფეხბურთელი "რენის" ღირსებას იცავდა.

წყვილი 2021 წელს დაქორწინდა, ერთი წლის თავზე კი გოგონა შეეძინათ, რომლის სახელიც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. ერთ-ერთ ინტერვიუში ფეხბურთელს დაუსვეს კითხვა მეუღლის ჩაცმის სტილსა და იმ მიზეზზე, თუ რატომ იფარავს რიმა მუდმივად სახეს საჯარო სივრცეში.

დემბელემ განმარტა: „ეს რწმენას უკავშირდება. რიმა მორწმუნე ქალია და მიუხედავად იმისა, რომ ისლამი სახის დაფარვას არ გავალდებულებს, ის ამ ტრადიციას მაინც იცავს. ამასთან, ძალიან მოკრძალებულია და ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს ავსებს. ხანდახან ვთხოვ ხოლმე, რომ სახე მუდმივად არ დაიმალოს და საზოგადოებაშიც გამოაჩინოს. ის კი ყოველთვის მპასუხობს, რომ არ მოსწონს უცხოების მზერა და მისი სილამაზე მხოლოდ ჩემთვისაა განკუთვნილი.“

ცნობისთვის, რიმა 1999 წელს მაროკოელი ბერბერების ოჯახში დაიბადა, რომლებიც მოგვიანებით საფრანგეთში დასახლდნენ. ტანსაცმლის ბრენდ Razalae-ს დამფუძნებელს ხელოვნების განხრით აქვს განათლება მიღებული და მოდის ინდუსტრიას საკუთარი თავის შემოქმედებითად გამოხატვის საშუალებად აღიქვამს.

FACEBOOK კომენტარები