ოფიციალურად - პარი სენ-ჟერმენმა 35 მილიონიანი ტრანსფერი შეასრულა ოფიციალურად - პარი სენ-ჟერმენმა 35 მილიონიანი ტრანსფერი შეასრულა » Footballnews ოფიციალურად - პარი სენ-ჟერმენმა 35 მილიონიანი ტრანსფერი შეასრულა
გათიშვა

ოფიციალურად - პარი სენ-ჟერმენმა 35 მილიონიანი ტრანსფერი შეასრულა

ოფიციალურად - პარი სენ-ჟერმენმა 35 მილიონიანი ტრანსფერი შეასრულა
1 საათის და 59 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ზიონი სუძუკი „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე გახდება, – ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.

რომანოს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „პარმას“ შორის შეთანხმება შედგა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იაპონელი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდის.

გავრცელებული ცნობით, პარიზულ კლუბს სურს, 23 წლის მეკარეს მუდმივი სათამაშო დრო ჰქონდეს და ერთი სეზონით მის იჯარით გასხვისებას განიხილავს. ყველაზე აქტიურად სუძუკის ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

ზიონ სუძუკი კარიერას „ურავა რედ დაიმონდში“ იწყებდა, „პარმას“ წევრი კი 2024 წელს გახდა. ის იაპონიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ