ლიგა 1-ის სასტარტო ტურში, „რენთან“ ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის ტაიმებს შორის, პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. ესპანელმა სპეციალისტმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: „წარსული დამსახურებების მიუხედავად, ავანსებსა და გარანტიებს არავის ვაძლევ“. „პარიზიენის“ გუშინდელი ცნობით, ენრიკემ მიდგომები გაამკაცრა და გამორიცხული არ არის, რამდენიმე მოთამაშე განაცხადს მიღმაც დარჩეს.
პარიზელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორ ლუიშ კამპუშთან შეთანხმების საფუძველზე, დემბელე მცირე ხნით დაისვენებს. ფრანგი შემტევი ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 აგვისტოს, მეორე ტურში „ლილის“ წინააღმდეგ გასვლით მატჩს გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში დემბელეს პსჟ-ის მაისურით 45 წუთზე მეტი ჯერ არ უთამაშია. ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ ის მეორე ტაიმში გამოვიდა და საგოლე პასი შეასრულა, საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსთან“ კი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო. ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 8 მატჩში უსმანის ანგარიშზე 6 გოლი და 2 ასისტია.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ