საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის კავშირმა პარი სენ-ჟერმენი დააჯარიმა საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის კავშირმა პარი სენ-ჟერმენი დააჯარიმა » Footballnews საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის კავშირმა პარი სენ-ჟერმენი დააჯარიმა
გათიშვა

საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის კავშირმა პარი სენ-ჟერმენი დააჯარიმა

საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის კავშირმა პარი სენ-ჟერმენი დააჯარიმა
2 თვის და 1 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ (LFP) პარასკევს ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ლიგა 1-ის 23-ე ტურის შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენი" "რენს" ჩვეულებრივ, საკუთარ სტადიონზე - "პარკ დე პრენსზე" უმასპინძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში პარიზში გაიმართება, LFP-მ დედაქალაქური კლუბი ფინანსურად მაინც დასაჯა. კალენდარში მატჩის მასპინძლობის რიგითობის შეცვლის გამო, პარიზელებს 150 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაციას თავდაპირველად ავტორიტეტული ფრანგული სპორტული გამოცემა, L'Équipe ავრცელებს.

გირჩევთ