ლუის ენრიკე პსჟ-ს ვერ მოგებული მორიგი მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა ლუის ენრიკე პსჟ-ს ვერ მოგებული მორიგი მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა » Footballnews ლუის ენრიკე პსჟ-ს ვერ მოგებული მორიგი მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა
გათიშვა

ლუის ენრიკე პსჟ-ს ვერ მოგებული მორიგი მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა

ლუის ენრიკე პსჟ-ს ვერ მოგებული მორიგი მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა
2 საათის და 16 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლილს“ ესტუმრა და ახალ სეზონში ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა – 2:2.

პარიზელებმა ანგარიშის გათანაბრება მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოახერხეს.

აღნიშნული მატჩი შეაფასა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან გასულ მატჩთან შედარებით, გაცილებით უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ. თამაში რომც დაგვეთმო, ჩემი პოზიცია არ შეიცვლებოდა. ვთვლი, რომ ტაბლოზე ლოგიკური და სამართლიანი ანგარიშია. მართალია, „ლილი“ საკუთარ კედლებში ყოველთვის რთული მეტოქეა და მათ მართლაც მაღალ დონეზე ითამაშეს, მაგრამ წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა. შეცდომების რაოდენობა შევამცირეთ და საბოლოო სურათიც დამაკმაყოფილებელია, მით უმეტეს, რომ ბოლო წუთებზე შეტევაში აქტიურად მივდიოდით.

გაიხსენეთ, შარშან „რენისა“ და „ლილის“ წინააღმდეგ ჯამში მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ. შესაბამისად, ახლანდელი შედეგი ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. ეს დაპირისპირებაც ამტკიცებს, რომ ჩვენი მიზანი მუდამ გამარჯვებაა. უბრალოდ, ასეთი ძლიერი გუნდისა და კვალიფიციური მწვრთნელების წინააღმდეგ მოგება ვერ მოვახერხეთ. პირველ ტაიმში საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიყურებოდით და 3-4 რეალური საგოლე შანსიც გვქონდა.

ცხადია, ჯერ კიდევ შორს ვართ ჩვენი პიკური ფორმისგან, თუმცა სეზონის ამ ეტაპზე ასი პროცენტით მზადყოფნა შეიძლება სარისკოც ყოფილიყო. მალე უნდა მივაღწიოთ ოპტიმალურ კონდიციებს. ნანახით ნამდვილად კმაყოფილი ვრჩები, თუმცა შეტევაში მეტი სიმწვავე გვმართებს. „ლილის“ კარგად ორგანიზებული დაცვისა და დაბალი ბლოკის პირობებში მომენტების შექმნა ჭირდა. ასევე, დასახვეწი გვაქვს მომენტების რეალიზება. ცალკე მინდა გამოვყო სათადარიგო სკამიდან ჩართული ფეხბურთელები, რომლებმაც მათთვის მიცემული სათამაშო დრო ძალიან ეფექტურად გამოიყენეს.“

FACEBOOK კომენტარები