ქართველების შტურმი უშუქობამ გადაარჩინა - VAR-მა ეპიზოდი ვერ გადაამოწმა ქართველების შტურმი უშუქობამ გადაარჩინა - VAR-მა ეპიზოდი ვერ გადაამოწმა » Footballnews ქართველების შტურმი უშუქობამ გადაარჩინა - VAR-მა ეპიზოდი ვერ გადაამოწმა
გათიშვა

ქართველების შტურმი უშუქობამ გადაარჩინა - VAR-მა ეპიზოდი ვერ გადაამოწმა

ქართველების შტურმი უშუქობამ გადაარჩინა - VAR-მა ეპიზოდი ვერ გადაამოწმა
1 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის შტურმმა საკუთარ კედელბში მოქმედი ჩემპიონი, ლასკი 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ანგარიში გიზი მამაგეიშვილმა გახსნა, ოთარ კიტეიშვილმა კი ბოლო წუთებზე პენალტი გააუცდა.

ამ შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა:

სტუმრები ქულის გადარჩენასთან ახლოს იყვნენ. მატჩის ბოლოსკენ ისინი პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მთავარმა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა, VAR-მა კი მომენტი ვერ გადაამოწმა, რადგან გრაცში დენი იყო გათიშული.

როგორც ირკვევა, გენერატორთან მხოლოდ სტადიონის განათება იყო დაკავშირებული.

ასევე აღსანიშნავია, რომ რეპორტაჟი უშუქობის გამო რამდენიმე წუთით იყო გათიშული, რის გამოც ზემოთ აღნიშნული მომენტის დაფიქსირება ვერ მოხერხდა.

გირჩევთ