ჩრ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი - გეტყვით, რატომ ვარ ძალიან იმედგაცრუებული საქართველოსთან ვერ მოგებით ჩრ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი - გეტყვით, რატომ ვარ ძალიან იმედგაცრუებული საქართველოსთან ვერ მოგებით » Footballnews ჩრ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი - გეტყვით, რატომ ვარ ძალიან იმედგაცრუებული საქართველოსთან ვერ მოგებით
გათიშვა

ჩრ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი - გეტყვით, რატომ ვარ ძალიან იმედგაცრუებული საქართველოსთან ვერ მოგებით

ჩრ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი - გეტყვით, რატომ ვარ ძალიან იმედგაცრუებული საქართველოსთან ვერ მოგებით
4 საათის და 4 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი
უგულშემატკივრე Black Fortress-ს

ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს მატჩის (0:0) შემდეგ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო’ნილმა „უინძორ პარკზე“ გამართული შეხვედრა შეაფასა.

„იმედგაცრუებულები ვართ, რომ მატჩი ვერ მოვიგეთ. ვფიქრობ, 90 წუთის განმავლობაში საკმარისი გავაკეთეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით, თუმცა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი უნდა გავაანალიზოთ. თამაში იმაზე მეტად გავხსენით, ვიდრე გვსურდა, მეტოქეს კი მაღალი კლასის შემსრულებლები ჰყავდა.

მათ ეს პერიოდულად აჩვენეს კიდეც. ასეთ მატჩში შეიძლება დამარცხდე, ამიტომ გაშვებული გოლის გარეშე თამაში უდიდესი პოზიტივია. ფეხბურთელების მიერ გაღებული ძალისხმევა, არა მხოლოდ დღეს, არამედ ოთხივე მატჩში, მართლაც შთამბეჭდავი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავები არიან ტრეი ჰიუმი და შია ჩარლზი, რომლებმაც ამ ოთხი შეხვედრის ყველა წუთი ითამაშეს.

ტურნირის დასაწყისში რომ შემოეთავაზებინათ რვა ქულა და ოთხი მატჩი გაშვებული გოლის გარეშე, ვიფიქრებდით, რომ ეს შესანიშნავია. მიუხედავად ამისა, ეს ნამდვილად ის მატჩი იყო, რომლის მოგებასაც, ჩემი აზრით, ვიმსახურებდით.

გულშემატკივრებს მხოლოდ გამარჯვება სურთ. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მატჩის მოგება ძალიან ადრეულ ეტაპზე ვცადეთ და ამან თამაში ოდნავ გახსნა. ასეთ დროს კი ძალიან რთულია იმ კონტროლირებად რეჟიმში დაბრუნება, რომელიც პირველ ტაიმში ვიხილეთ. ეს ჩვენთვის გამოწვევაა, მაგრამ მჯერა, რომ ფეხბურთელები ბევრს ისწავლიან, რადგან ეს გუნდი სწრაფად ვითარდება.

ალბათ, იმედგაცრუების მიზეზი ისაა, რომ შინ გამართული ორი მატჩი ფრედ დავასრულეთ, სტუმრად კი ორი მოვიგეთ. არადა, გასვლითი შეხვედრების მოგება გაცილებით რთულია. ვფიქრობ, ჩვენ იმაზე მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე ის ორი ქულაა, რომელიც მოვიპოვეთ“, – თქვა ო’ნილმა.

გირჩევთ