პარი სენ-ჟერმენმა კვარას ჩამნაცვლებელი შეარჩია პარი სენ-ჟერმენმა კვარას ჩამნაცვლებელი შეარჩია » Footballnews პარი სენ-ჟერმენმა კვარას ჩამნაცვლებელი შეარჩია
გათიშვა

პარი სენ-ჟერმენმა კვარას ჩამნაცვლებელი შეარჩია

პარი სენ-ჟერმენმა კვარას ჩამნაცვლებელი შეარჩია
3 საათის და 43 წუთის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ხვიჩა კვარაცხელიას ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენმა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად დაიწყო ფეხბურთელების მოძიება. პარიზულ კლუბს შემტევ ხაზში გაძლიერება სურს, ამისთვის კი საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონები ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავს აკვირდებიან.

The Sun Football-ის ინფორმაციით პარი სენ-ჟერმენი 18 წლის მექსიკელის ხილბერტო მორას ტრანსფერით ინტერესდება, წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით ლივერპულმა უკვე გააკეთა 40 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება, ხოლო პსჟ ამ ბრძოლაში, სავარაუდოდ, იანვარში ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონას უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მიმდინარეობისას დაზიანება მიიღო და მისი შეცვლა გახდა საჭირო, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ტრავმა საკმაოდ მძიმეა, პსჟ-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვარამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, უახლოეს დღეებში კი მას ოპერაცია ჩაუტარდება.

გირჩევთ