არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ლიონელ მესის 10-ნომრიანი მაისურის ახალი მფლობელის შერჩევაზე მუშაობენ. ლეგენდარული ფეხბურთელის სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, ლიონელ სკალონის სამწვრთნელო შტაბს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
როგორც ESPN Argentina იტყობინება, ამ ეტაპზე ორი მთავარი კანდიდატი განიხილება: იტალიური „კომოს“ ნახევარმცველი ნიკო პასი და მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი.
ნიკო პასი არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდა ტალანტად მიიჩნევა. 22 წლის ნახევარმცველმა საკუთარი შესაძლებლობებით ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყურადღებაც მიიპყრო და მესის ისტორიული ნომრის მიღების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.
მეორე კანდიდატი ლაუტარო მარტინესია, რომელიც არგენტინის ნაკრების გამოცდილი წევრი და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია. აღსანიშნავია, რომ 29 წლის თავდამსხმელი „ინტერშიც“ სწორედ 10-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. არგენტინის ნაკრები ნოემბერში ურუგვაისა და კოსტა-რიკის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში 10-ნომრიან მაისურს არ გამოიყენებს. სავარაუდოდ, მისი ახალი მფლობელის ვინაობა 2027 წელს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში კარიერა 2026 წლის ოქტომბერში დაასრულა. ლეგენდარული ფეხბურთელის წასვლის შემდეგ მისი ისტორიული ნომრის მემკვიდრის საკითხი არგენტინულ ფეხბურთში ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად იქცა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ