საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს » Footballnews საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს
გათიშვა

საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს

საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ოფიციალურ განცხადებას აკეთებს
2 წლის და 5 თვის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის ირგვლივ განვითარებულ მოვლენასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.

განცხადება TikTok-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ და მოგვიანებით წაშლილ ვიდეოს ეხება.

„ნაპოლი“ განმარტებას აკეთებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ თემაზე რაიმე სპეკულაცია. ვაკონკრეტებთ, რომ არასოდეს აპირებდა კლუბის ტექნიკური აქტივის, ვიქტორ ოსიმენის შეურაცხყოფას ან დაცინვას.

ამის დასტურად, ზაფხულში კლუბმა მტკიცედ უარყო ყველა შეთავაზება, რომელიც მიღებულ იქნა ფეხბურთელის სხვა კლუბში ტრანსფერზე. სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით TikTok-ზე ექსპრესიული ენა ყოველთვის იქმნებოდა სიმსუბუქით და კრეატიულობით, ოსიმენის შემთხვევაში, დაცინვის განზრახვის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ვიქტორს რაიმე შეურაცხყოფად მიაჩნია მის მიმართ, ეს არ ყოფილა კლუბის განზრახვა".

FACEBOOK კომენტარები