ცნობილია, რა შემოსავალი მიიღო ილია თოფურიამ ამ დრომდე UFC-ში ცნობილია, რა შემოსავალი მიიღო ილია თოფურიამ ამ დრომდე UFC-ში » Footballnews ცნობილია, რა შემოსავალი მიიღო ილია თოფურიამ ამ დრომდე UFC-ში
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

ცნობილია, რა შემოსავალი მიიღო ილია თოფურიამ ამ დრომდე UFC-ში

ცნობილია, რა შემოსავალი მიიღო ილია თოფურიამ ამ დრომდე UFC-ში
2 წლის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მიმდინარე წლის თებერვალში UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და მისი პოპულარობა მსოფლიოს გარშემო რეკორდული სისწრაფით გაიზარდა.

ამ მომენტისთვის ილია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მებრძოლია და მის ჩხუბებზეც საპრიზო ფონდი კარიერის მანძილზე სულ უფრო მზარდი იყო.

UFC-ში თოფურიას 7-ჯერ უჩხუბია და ყველა დაპირისპირება მოიგო. პირველი ბრძოლა 2020 წელს იუსუფ ზალალთან გამართა, რომლის შემდეგაც 38 500 დოლარი გამოიმუშავა.

დეიმონ ჯექსონთან - 52 000 დოლარი
რაიან ჰოლთან - 52 000 დოლარი
ჯაი ჰერბერტთან - 98 000 დოლარი
ბრაის მიჩელთან - 154 500 დოლარი
ჯოშ ემეტთან - 200 000 დოლარი
ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან - 532 000 დოლარი

ჯამში ილიამ 7 ბრძოლაში 1 126 500 დოლარი გამოიმუშავა. მისი შემდეგი ჩხუბი მაქს ჰოლოვეისთან მისთვის სარეკორდო შემოსავლის მომტანი იქნება.

FACEBOOK კომენტარები