სარეკორდი ციფრები - დასახელდა პსჟ-ს გამომუშავებული თანხა ჩემპიონთა ლიგაზე სარეკორდი ციფრები - დასახელდა პსჟ-ს გამომუშავებული თანხა ჩემპიონთა ლიგაზე » Footballnews სარეკორდი ციფრები - დასახელდა პსჟ-ს გამომუშავებული თანხა ჩემპიონთა ლიგაზე
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

სარეკორდი ციფრები - დასახელდა პსჟ-ს გამომუშავებული თანხა ჩემპიონთა ლიგაზე

სარეკორდი ციფრები - დასახელდა პსჟ-ს გამომუშავებული თანხა ჩემპიონთა ლიგაზე
1 წლის წინ
ალექსანდრე გავაშელი

The Football Meets Data-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინანსური ანალიზი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად განსხვავებულია UEFA-ს ტურნირებს შორის საპრიზო ფონდი. 

არაოფიციალური მონაცემებით, „პარი სენ-ჟერმენმა“, რომელიც ფინალში გავიდა, უკვე 137.9 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მეორე ფინალისტმა, მილანის „ინტერმა“, მხოლოდ ოდნავ ნაკლები – 136.6 მილიონი.

 ნახევარფინალში გამორჩენილი თანხით დაასრულეს სეზონი „არსენალმა“ (117 მილიონი) და „ბარსელონამ“ (116 მილიონი ევრო). აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, UEFA-მ 9 მაისის მდგომარეობით ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებზე დაახლოებით 2.5 მილიარდი ევრო უკვე გაანაწილა, მაშინ როცა ევროპის ლიგის მაქსიმალური ხარჯი 600 მილიონს არ აღემატება, კონფერენს ლიგაზე კი – 300 მილიონს.

FACEBOOK კომენტარები