16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ.
თბილისში, ესპანური საფეხბურთო გუნდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი, ბრაზილიელი რონალდინიოც ითამაშებს. ღონისძიების ორგანიზატორი Sports Orient-ია.
მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. 2015 წელს უეფა-ს ევროპის სუპერ თასის ფინალში „ბარსელონამ“ თბილისში „სევილია“ 5:4 დაამარცხა.
ლეგენდების სერიის ფარგლებში გასულ წელს ბათუმს იტალიური ფეხბურთის გრანდის, „ინტერის“ ლეგენდებიც ეწვივნენ. გულშემატკივარმა, წარსულში საქართველოს ნაკრების გამორჩეულ ფეხბურთელებთან ერთად, მსოფლიო სპორტის ისეთი ვარსკვლავებიც იხილა, როგორებიც ლუის ფიგუ და ხავიერ ძანეტი არიან.
ბარსელონას ლეგენდები თბილისში ჩემპიონთა ლიგის თასს ჩამოიტანენ.
სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს ფან-ზონაში თასის ხილვისა და მასთან სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება ექნება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ